01 ოქტომბერი 2024,   03:46
ვრცლად
რუსთავში 10-ზე მეტ ოჯახს სოციალური დახმარება მოეხსნა

სოციალური მომსახურეობის სააგენტომ რუსთავში, გარეჯის ქუჩა #1-ში მცხოვრებ 10-ზე მეტ ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნა. მათ შორისაა ბოჭორიძეების ოჯახი, რომელიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება იყო.

ოჯახი მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს ლიდერებმა მოინახულეს.

„მოვუწოდებ პირადად მინისტრ სერგეენკოს, ნებისმიერი ასეთი ოჯახისთვის მოხსნილი სოციალური დახმარება არის მისი და ხელისუფლების მხრიდან გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი ასეთი ოჯახებისთვის. ამიტომ მოვუწოდებ მას, თავი დაანებოს გაჭირვებული ადამიანების აბუჩად აგდებას,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

დღის ამბები