01 ოქტომბერი 2024,   03:31
ვრცლად
პარლამენტთან პოლიციაა მობილიზებული - ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად მამაკაცი 9 აპრილის მონუმენტზე ავიდა

უკვე რამდენიმე საათია, თბილისში პარლამენტის შენობასთან საპატრულო პოლიცია, სახანძრო და სამედიცინო ბრიგადებია მობილიზებული.

მიზეზი მამაკაცია, რომელიც 9 აპრილის მონუმენტზე ავიდა და ამ ფორმით ქვეყნის ნარკოპოლიტიკას აპროტესტებს. ის ნარკოტიკების აკრძალვას ითხოვს.

მამაკაცს ცივი იარაღი აქვს და ამის გამო, მისი ჩამოყვანა ვერ ხერხდება.

 

დღის ამბები