01 ოქტომბერი 2024,   03:42
ვრცლად
ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მერიისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვენ

ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ამ წუთებში მერიასთან არიან შეკრებილები. რამდენიმე მათგანი და ადვოკატი მერიის წარმომადგენლებს ხვდებიან.

მერიასთან შეკრებილი დაზარალებულები ითხოვენ ნებართვას კანცელარიის შენობასთან კარვების გასაშლელად.

ისინი მერიისგან საჯარო ბოდიშის მოხდასაც მოითხოვენ, რადგან, მათი თქმით, მათ  მერიასთან აქცია გუშინაც გამართეს, რა დროსაც, დაზარალების განცხადებით, დაცვის თანამშრომელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

დღის ამბები