01 ოქტომბერი 2024,   03:42
ვრცლად
ხანძრის შედეგად დაზარალებულები ხვალ კანცელარიასთან კარავს გაშლიან

ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის დროს დაზარალებულები ისევ მერიასთან შეიკრიბნენ. ისინი კანცელარიასთან კარვების გასაშლელად ოფიციალურ ნებართვას ითხოვენ. დაზარალებულებს მერიის წარმომადგენლები არ შეხვედრიან.

დაზარალებულების და მათი ადვოკატის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კანცელარიასთან კარვების გასაშლელად სპეციალური ნებართვა არ სჭირდებათ, ისინი მაინც მოითხოვენ ნებართვას წერილობითი ფორმით, რადგან დაზარალებულების გაცხადებით, პოლიცია მათ არ აძლევთ საშუალებას, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან კარავი გაშალონ.

ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის დროს დაზარალებულებს მერიის შენობაში შესვლაც უნდოდათ, თუმცა დაცვის სამსახურმა მათ ამის საშუალება არ მისცა.

დაზარალებულებთან ერთად იმყოფება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი. მისი თქმით, მთავრობის კანცელარიასთან ხვალ, 21 მარტს 15:00 საათზე კარავი გაიშლება.  

ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები, თითქმის ორი კვირა კანცელარიის შენობასთან შიმშილობას აგრძელებენ. ისინი ითხოვენ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, ფულად კომპენსაციას, ალტერნატიული სავაჭრო ფართის მათთვის მოძიებას და ბანკში გადასახდელი პროცენტების შეჩერებას. 

დღის ამბები