01 ოქტომბერი 2024,   03:43
ვრცლად
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილებს წყალი 2 წელია არ მიეწოდებათ

ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულმა დევნილებმა ხელისუფლებას რამდენჯერმე დახმარების თხოვნით მიმართეს, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ. მათ 2 წელია სასმელი წყალი არ მიეწოდებათ.

ადგილობრივების ინფორმაციით მდგომარეობა იმდენად გაუსაძლისია, რომ მხოლოდ წვიმის წყლით სარგებლობენ. საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, დღეს მათ მცირე აქცია გამართეს და დახმარება ხელისუფლებას კიდევ ერთხელ სთხოვეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან ათასობით ლარი დაიხარჯა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ეს პრობლემა დღესაც არ არის მოგვარებული და უკვე 2 წელიწადია ეს ხალხი დგას წყლის პრობლემის წინაშე,“ - განაცხადა აქციის ერთერთმა მონაწილემ. 

შესაბამის სამსახურებში აცხადებენ, რომ მოსახლეობას უახლოეს მომავალში წყლის მიწოდება აღუდგებათ და მიწოდება 24-საათიან რეჟიმში იქნება.

დღის ამბები