01 ოქტომბერი 2024,   03:36
ვრცლად
ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლებს შორის, 3 საათს გაგრძელდა. შეხვედრაზე მხარეებმა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებულ პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

პირველ სამუშაო შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სახელმწიფო უწყებები, სახალხო დამცველის აპარატი და სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე პირები გაერთიანდებიან.

„მთავარი ამოცანა, ის, რასაც ჰქვია ფსიქიატრიული პაციენტებისათვის სამედიცინო სერვისების უწყვეტი მიწოდება, შენარჩუნებულია და ამ მხრივ რაიმე პრობლემა არ არსებობს,“ - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ.

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის აზრით, ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში, ამ დრომდე სერიოზული პრობლემები არსებობს.

„სამწუხაროდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არის სერიოზული პრობლემები, მათ შორის ფინანსური და ამიტომაც არის აუცილებელი სხვა სახელმწიფო სტრუქტურების ჩართვა ამ პრობლემის მოგვარებაში,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

დღის ამბები