01 ოქტომბერი 2024,   03:32
ვრცლად
"ირლანდიის რესპუბლიკური არმიის" ყოფილი ლიდერი მარტინ მაკგინესი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჩრდილო ირლანდიაში 66 წლის ასაკში მარტინ მაკგინესი გარდაიცვალა. ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ყოფილ ლიდერს გულის იშვიათი დაავადება ჰქონდა. პარტია შინ ფეინის წევრმა ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ განცხადება იანვარში გააკეთა და პოლიტიკა დატოვა.

მარტინ მაკგინესი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილო ირლანდიის ისტორიაში ერთერთ გავლენიან ფიგურად მიიჩნევა, რადგან სწორედ მან შეუწყო ხელი ლონდონსა და დუბლინს შორის მრავალწლიანი კონფლიქტის დასრულებას.

90-იან წლებში მისი ხელმძღვანელობით ირამ იარაღი დაყარა და ლონდონთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო. მაკგინესის მონაწილეობით 1998 წელს ლონდონსა და დუბლინს შორის ე.წ. ვნების პარასკევის შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ჩრდილო ირლანდიის მმართველობა ადგილობრივ უწყებებს გადაეცა.

დღის ამბები