01 ოქტომბერი 2024,   03:37
ვრცლად
9 ყოფილი პოლიციელი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად ბერა ივანიშვილს ასახელებს

ძველი თბილისის პოლიციის 9 ყოფილი თანამშრომელი მათი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად ბერა ივანიშვილს ასახელებს.

მათი მტკიცებით, პოლიციელები სამსახურიდან ერთდროულად მას შემდეგ დაითხოვეს, რაც ყოფილი პრემიერმინისტრის შვილის მეგობარი დააკავეს. დაკავების მიზეზი ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი დაპირისპირება იყო.

ყოფილი პოლიციელების განცხადებით, დაკავებული ბერა ივანიშვილის მოთხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

სწორედ ამ ფაქტის გამოძიებასა და მათი სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების დადგენის მოთხოვნით პოლიციელთა ასოციაციის წევრებმა მთავარ საგამოძიებო უწყებას უკვე მიმართეს. პოლიციელთა ასოციაცია 9 სამართალდამცველის გათავისუფლების საქმის გამოძების დაწყებასაც ითხოვს.

დღის ამბები