01 ოქტომბერი 2024,   03:31
ვრცლად
პოლიციასა და "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შორის დაპირისპირება მოხდა

მთავრობის ადმინისტრაციის წინ, ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამ წუთებში აქციის მონაწილეები ადმინისტრაციის შენობის წინ კარვების გაშლას ცდილობენ, მაგრამ პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

როგორც ხანძრით დაზარალებულები აცხადებენ, აქციის შესახებ, კანონის მოთხოვნის შესაბამისად გააფრთხილეს დედაქალაქის მერიაც. თუმცა პოლიციამ კარავი მაინც დაშალა და აქციის მონაწილეებს ჩამოართვა.

დაზარალებულები პრემიერმინისტრთან შეხვედრას და პირველადი დახმარების სახით 5000 ლარს მოითხოვენ.

ფოტოები ავტორი: მარიკა გოცირიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები