01 ოქტომბერი 2024,   03:31
ვრცლად
ამ ვეტოს მაინცდამაინც დიდი გულისყურით ნუ მოეკიდებით იმიტომ, რომ ეს ვეტო დაადო გიორგი მარგველაშვილმა - ვანო ზარდიაშვილი

„ამ ვეტოს მაინცდამაინც დიდი გულისყურით ნუ მოეკიდებით, იმიტომ რომ ეს ვეტო დაადო გიორგი მარგველაშვილმა,“ - ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა, ე.წ. მოსმენების კანონის საკომიტეტო განხილვაზე გააკეთა.

პარლამენტმა არ გაითვალისიწინა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები და საკომიტეტო განხილვაზე საპრეზიდენტო ვეტოს მხარი არ დაუჭირა.

ეს ვეტოს გადასალახად პირველი ნაბიჯია. ხვალ კი საკითხს სასესიო ფორმატში განიხილავენ.

საპარლამენტის უმრვალეოსბის პოზიციით, ეს არის ვეტო ვეტოსთვის და პრეზიდენტის მოტივაცია იყო არა შენიშვნების შინაარსი, არამდე საკითხის ირგვლის პოლიტიკური სპეკულაცია.

„პრეზიდენტი უნდა იყოს დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი ადამიანი, ზოგადად. ეს ის პრეზიდენტია და ზოგადად ის ინსტიტუტია, რომელიც წარადგენს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებს, იღებს პასუხისმგებლობას, მაგრამ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ემიჯნება. შესაბამისად, მისი ვეტო ყოველთვის არის ვეტო ვეტოსთვის, პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და იგი მოკლებულია ყოველთვის შინაარსობრივ მდგომარეობას. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ მშვიდად მივყვეთ პროცედურებს, რასაც კანონმდებლობა მოითხოვს, შესაბამისად დავძლიოთ ეს ვეტო და პრეზიდენტს არ მივცეთ სპეკულაციების საშუალება,“ - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

დღის ამბები