01 ოქტომბერი 2024,   03:28
ვრცლად
ჯეჯელავას აზრით, მარგველაშვილი ვეტოს უფლებას ზედმეტად ხშირად იყენებს

საქართველოს ვიცეპრემიერს, ალექსანდრე ჯეჯელავას, ეჩვენება, რომ გიორგი მარგველაშვილი ვეტოს უფლებას ზედმეტად ხშირად იყენებს. მისი აზრით, პრეზიდენტის ვეტოს ფასმა საზოგადოების თვალში იკლო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ ე.წ. მოსმენების კანონი პარლამენტში დააბრუნა.

„მე ვფიქრობ, რომ ვეტოს და თვითონ პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაციაზე ეს შეიძლება, უარყოფითად მოქმედებდეს და ისედაც ცნობილია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, არასანქცირებული, უკანონო მოსმენის შემთხვევები, დამტკიცებული შემთხვევები, ძალიან ცოტაა. გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს ადრე იყო და ამიტომ შიშის და წუხილის საფუძველი ნაკლებია,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისი თქმით, დეპუტატების გადასაწყვეტია, დაძლევს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს.

დღის ამბები