01 ოქტომბერი 2024,   03:45
ვრცლად
ეს ინსტრუმენტი სჭირდება ბიძინა ივანიშვილს, რათა არალეგიტიმური მოსმენები აწარმოოს - სერგო რატიანი მოსმენების კანონზე

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, სერგო რატიანი, ხაზგასმით ამბობს, რომ მმართველი გუნდის გარდა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ე.წ. მოსმენების კანონი არაკონსტიტუციურია.

„ეს ინსტრუმენტი სჭირდება უმრავლესობას და ბიძინა ივანიშვილს არა იმისათვის, რომ იბრძოლოს კრიმინალის წინააღმდეგ, არამედ სწორედაც რომ არალეგიტიმური, არასანქცირებული, მოსმენები აწარმოოს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა კურიერის პირდაპირ ეთერში.

მისი აზრით, საზოგადოების ყველა წევრისთვის გასაგებია, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ე.წ. მოსმენების კანონს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს მოსმენების გასაღები არა მხოლოდ ოპონენტების, არამედ საკუთარი ხელით დანიშნული პრემიერისა და მთავრობის სხვა წევრების გასაკონტროლებლად სჭირდება.

„ხელისუფლება მიდის ავტორიტარიზმისაკენ თანდათანობით. მსგავსი მოსმენები სწორედ ავტორიტარული რეჟიმებისთვის არის დამახასიათებელი, ისეთისთვის, როგორიც არის რუსეთი. პირად ცხოვრებაში ჩარევა და შემდეგ ამის გამომზეურება, რასაც ჩვენ ვხედავდით წინა წლების განმავლობაში, თანდათანობით ავტორიტარიზმისკენ მისი ქართული ოცნება, თუმცა ეს არ არის ის ქვეყანა, სადაც შესაძლებელია მსგავსი რამის განხორციელება,“ - განაცხადა სერგი რატიანმა.

მისი აზრით, ე.წ. მოსმენების კანონის საკითხი კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ქართული ოცნების რეპუტაციის შელახვის გზაზე.

დღის ამბები