01 ოქტომბერი 2024,   03:46
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მამუკა ახვლედიანის დაკითხვა მიმდინარეობს

საკრებულოს ფრაქცია თბილისის თავმჯდომარე დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ჩვენებას აძლევს.

მამუკა ახვლედიანი უწყებაში დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვისა და გადასახადებისთვის თავის არიდების საქმეზე დაიბარეს. ის ჩვენებას პროექტ ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის შესახებ აძლევს. გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უკვე სამი წელია აწარმოებს.

მამუკა ახვლედიანი საქმეს აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, პროექტის განხორციელებისას არანაირი დარღვევა არ ყოფილა, მით უმეტეს ფინანსური გადაცდომა, თუმცა თბილისის საკრებულოს დეპუტატი მისთვის ბრალის წაყენებას არ გამორიცხავს.

„შესაძლებელია ბრალის წაყენების ფაქტიც მოხდეს. მაგრამ ეს არაფრის მთქმელი არ არის, ეს არაფრის მომცემი არ არის მათთვის, იმიტომ, რომ სასამართლოს უკვე აქვს დამკვიდრებული პრაქტიკა, რომ ასეთ შემთხვევებში ბრალის წაყენების შემდეგ და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ ხდება ადამიანების გამართლება. გინდ წაგვიყენონ და გინდ არ წაგვიყენონ ბრალი ამას ჩემთვის არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. მე ვიცი რომ ეს საქმე არის კრისტალურად სუფთა და მართალი. ეს საქმე არის მიმართული იმისათვის, რომ თბილისში 100 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გვეხსნა,“-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

განცხადება გააკეთა ევროპული საქართველოს დეპუტატმა ირაკლი აბესაძემაც. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება დაკავებული იყოს იმ ფაქტების გამოძიებით, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეუძლებელს ხდის,  დაკავებულია წარსულის აჩრდილებთან ბრძოლით.

დღის ამბები