01 ოქტომბერი 2024,   03:44
ვრცლად
ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გაიხსნა

ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გაიხსნა. ადგილზე ბენეფიციარები დიაგნოსტირებას, კონსულტაციას და სხვა მომსახურებების მიღებას შეძლებენ.

სამედიცინო მომსახურება C ჰეპატიტის პროგრამაში მყოფი პირებისთვის ერთი ფანჯრის პრინციპით მოხდება.

სკრინინგ ცენტრის გახსნას ზუგდიდში საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

„ეს ცენტრი მოემსახურება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს, რომელთაც ექნებათ ნეიტრალური პასპორტი და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის მთავრობამ გაითვალისწინა ეს ფაქტორი და დაგვრთეს ნება, რომ ნეიტრალური პასპორტის მქონე მფლობელებმა ამ ცენტრში იმკურნალონ,“- განაცხადა პრემიერმა. 

დღის ამბები