01 ოქტომბერი 2024,   03:30
ვრცლად
ხელისუფლებას ამის სურვილი რომ ჰქონდეს, ძალიან სულელური სტრატეგია იქნებოდა - გია ვოლსკი ჩადების პრაქტიკას გამორიცხავს

მმართველი გუნდი ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადების პრაქტიკას გამორიცხავს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ჩადების ნარკოპოლიტიკა ახლა ხელისუფლების მხრიდან, „ბავშვური და არარაციონალური“ იქნებოდა.

„პოლიტიკური ნება რომ ჰქონდეს ხელისუფლებას, ძალიან სულელური სტრატეგია იქნებოდა ის, რომ ადამიანი, რომელიც გებრძვის მთელი ძალებით, ყველანაირი მეთოდებით, კიდევ უფრო მეტი შანსი და რესურსი მისცე იმისათვის, რომ ეს ბრძოლა ინტენსიურად გააგრძელოს,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ფიქრობს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს ყველა ერთნაირი გულისხმიერებით უნდა ეკიდებოდეს.

„რა მნიშვნელობა აქვს, პრეზიდენტის შვილია, თუ თქვენი შვილია, თუ ჩემი შვილია. მოქალაქეა ამ ქვეყნის და ნებისმიერი მოქალაქის განცხადებას უნდა ვეკიდებოდეთ ერთნაირი გულისხმიერებით და თქვენ იმიტომ უთმობთ ეთერს, რომ პრეზიდენტის შვილია? ჩვენთვის ყველა მოქალაქე კანონის წინაშე არის თანაბარი. ამისთვის არსებობს შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე თავად გასცემენ პასუხს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები