01 ოქტომბერი 2024,   03:45
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების ნარკოპოლიტიკას ოპონენტების დისკრედიტაციისთვის მიმართულ კამპანიას უწოდებს

ოპოზიცია ხელისუფლებას რეპრესიის იარაღად ნარკოპოლიტიკის გამოყენაბში ადანაშაულებს. როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო გაერთიანებები საგანგაშო სიგნალებზე მიუთითებენ.

„როდის უნდა ვირწმუნოთ, რომ ეს პროცესები არის ხელოვნურად მართული ხელისუფლების მხრიდან? რაღა დაგვრჩენია მაშინ? პრეზდიენტს უნდა ჩაუდონ ნარკოტიკი, რომ დავიჯეროთ, რომ ქვეყანაში არ ხდება ამ ფორმის ზეწოლა ამ ადამიანებზე?“ – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე.

მისი აზრით, ყველაფერი პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისა და ჩამოცილებისთვის ხდება.

პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული ეპიზოდები ეჭვს ბადებს, რომ ხელისუფლება გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას ატარებს.

დღის ამბები