01 ოქტომბერი 2024,   03:30
ვრცლად
არასაპარლამენტო ოპოზიციის თქმით, ხელისუფლების ხელისშემშლელი პირების ახლობლებზე თავდასხმა სამარცხვინოა

არასაპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება საზოგადოებას ვერ არწმუნებს იმაში, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკა ანგარიშსწორებისა და შანტაჟისათვის არ სჭირდება.

„ხელისუფლება გაკოტრებულია ნდობის თავლსაზრისით და ეგ არის ყველაზე სამწუხარო,“ - აცხადებს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია.

ის ხელისუფლებას მოუწოდებს ნარკოპოლიტიკის გატარების საერთაშორისო გამოცდილებას დააკვირდეს, რათა სწორი დასკვნები გამოიტანოს.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე კი დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი ნარკოტიკული საშუალებების ჩადების პრაქტიკა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის პრობლემის შემქმნელი ადამიანების ახლობლებზე თავდასხმა სამარცხვინოა.

დღის ამბები