01 ოქტომბერი 2024,   03:46
ვრცლად
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქე სასამართლომ სრულად გაამართლა

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქე სასამართლომ სრულად გაამართლა. ადმინისტრაციულ საქმეზე ბათუმელ გიგა ჩხაიძეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოადგენდა. ადვოკატმა მოსამართლეს ვიდეო ჩანაწერი გააცნო, რომლიდანაც გაირკვა, რომ ჩხაიძე დაკავებამდე 15 წუთით ადრე მშენებლობაზე მუშაობდა, მისი აყვანა კი მისსავე ავტომობილიდან მოხდა, როდესაც ის სახლში ბრუნდებოდა.

დღის ამბები