01 ოქტომბერი 2024,   03:41
ვრცლად
გიორგი აბაშიშვილის აზრით, ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკიდან გამოსვლის მხარდამჭერი დეპუტატების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს

საფინანსო ზედამხედველობის სამსახურთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეცვლილ პოზიციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტიკურ უპასუხისმგებლობად აფასებენ. ავლაბარში გიორგი მარგველაშვილის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე დადებულ ვეტოს იხსენებენ, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ წელიწად-ნახევრის წინ დაძლია, ახლა კი პოზიცია რადიკალურად შეცვალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მოტივირებული ვეტო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის თაობაზე და მთავრობის დღევანდელი პოზიცია, იდენტურია.

„საქართველოს მთავრობამ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წელიწად-ნახევრის შემდგომ, ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, როდესაც პარლამენტმა მიიღო ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, ქვეყანას მიადგა როგორც ფინანსური ზიანი, ისე რეპუტაციული ზიანი. შესაბამისად, საჭიროა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა იმ დეპუტატის, რომლებმაც მაშინ მიიღეს მონაწილეობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში და მათი ერთი ნაწილი ახლაც წარმოდგენილია დღევანდელ პარლამენტში,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

დღის ამბები