01 ოქტომბერი 2024,   03:38
ვრცლად
უმრავლესობა გიორგი აბაშიშვილს მოუწოდებს საკუთარი სტატუსის შესაბამისი განცხადებები გააკეთოს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ყველა მონაწილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა. უმრავლესობა გიორგი აბაშიშვილს მოუწოდებს საკუთარი სტატუსის შესაბამისი განცხადებები გააკეთოს.

„ჩვენ კანონებს ვცვლით პერიოდულად, იქიდან გამომდინარე, რა საჭიროებაა, რა მოცემულობაა და რა გამოწვევები არსებობს. ეს არის ბუნებრივი საკანონმდებლო პროცესი, გუშინ ერთი კანონი გვქონდა, მეორე დღეს შეიძლება ცვლილება შევიტანოთ. თუ ვინმეს ეს არ ესმის და უნდა, რომ პოლიტიკურად თავი წარმოაჩინოს, ჯერ საკუთარი სტატუსი განსაზღვროს, ვინ არის. იმტომ რომ ბატონი აბაშიშვილი გახლავთ ჩვეულებრივი საჯარო მოხელე. თუ პრეზიდენტი ამბობს ამას, მაშინ ეს პრეზიდენტისგან მოვისმინოთ და არა რიგითი თანამშრომლისგან,“ - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ნუკრი ქანთარია გიორგი აბაშიშვილს მოუწოდებს, რომ არ ინერვიულოს, რადგან წელიწად-ნახევრის წინ ეს გადაწყვეტილება პარლამენტის უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო მნიშნელოვანი მიზეზების გამო დაძლია. მან არ უარყო, რომ ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის ფატორი იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები