01 ოქტომბერი 2024,   03:35
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობას მოუწოდებს ე.წ. მოსმენების კანონზე ეროვნული ბანკის შეცდომა არ დაუშვან

საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეროვნული ბანკის თაობაზე შეცდომა უმრავლესობამ ე.წ. მოსმენების კანონზეც არ უნდა დაუშვას.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილებით, მმართველმა გუნდმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, რომელსაც საფუძვლად პოლიტიკური მოტივი ედო. მისი თქმით, უმრავლესობამ მსგავსი შეცდომა ე.წ. მოსმენების კანონის თაობაზეც არ უნდა დაუშვას.

„არ მოხდეს ისე, რომ ნაცვლად მორალური პასუხისმგებლობისა, ფიზიკური პასუხისმგებლობა დააკისროს ხალხმა და ჭინჭრებით, ასე ვთქვათ, დაცხონ ერთ ადგილას,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები, უამრავი ექსპერტი აფრთხილებდა მმართველ გუნდს, რომ ეროვნული ბანკის თაობაზე მსგავსი გადაწყვეტილება ქვეყანას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა, თუმცა უმრავლესობამ ეს რჩევები არ გაითვალისწინა.

„სანამ, პრაქტიკულად, არ დადგებიან ფაქტის წინაშე, მანამდე არ უნდათ აბსოლუტურად რაციონალური და არგუმენტირებული მოსაზრებების გაზიარება,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები