01 ოქტომბერი 2024,   03:31
ვრცლად
ხმაური ზუგდიდში-დევნილები სამმართველოს შენობაში შეიჭრნენ

დევნილთა სამინისტროს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დევნილები ზუგდიდში სამმართველოს შენობაში შეიჭრნენ.

ისინი პასუხს ითხოვენ ხელისუფლებისგან თუ რა კრიტერიუმებით მოხდა იმ სიის შედგენა ვისაც ბარამიას ქუჩაზე, თორმეტსართულიან კორპუსში საცხოვრებელი გადაეცემა და რატომ არ აღმოჩნდნენ ისინი მათ რიცხვში.

დევნილთა მტკიცებით, ბინები "წინასწარ გაყიდულია".

გუშინ 144 ბინის ნაწილის მფლობელთა ვინაობა გახდა ცნობილი.

დევნილთა კითხვებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ უპასუხა. გრიგოლ გიორგაძე ამბობს, რომ თუ რაიმე შეცდომას ჰქონდა ადგილი, ის აუცილებლად გამოსწორდება. 

დღის ამბები