01 ოქტომბერი 2024,   03:33
ვრცლად
"EMC" სოფელ მოხის საჯაროს სკოლის საქმეზე, განათლების სამინისტროს აუდიტის დასკვნას ასაჩივრებს

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დადგენილებას სოფელ მოხის საჯაროს სკოლის საქმეზე, ​კანონშეუსაბამოს და დაუსაბუთებელს უწოდებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, დადგენილება განათლების მინისტრთან გაასაჩივრეს და მისგან საქმის ხელახალი შესწავლა მოითხოვეს.

თავსაბურავთან და მოსწავლის სავარაუდო შევიწრობასთან დაკავშირებით დირექტორის პასუხისმგებლობა დეპარტამენტმა არ დაადგინა.

„ჩვენ მივმართეთ მინისტრს პირადად იმისათვის, რომ მოხდეს ამ გადაწყვეტილების გადახედვა და ხელახალი განხილვა,“-განაცხადა ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა მარიამ ბრეგაძემ.

ბრალდებებს გამოეხმაურა ალექსანდრე ჯეჯელავა. მინისტრი ამტკიცებს, რომ დარღვევა არ დაფიქსირდა, თუმცა ხელახალი განაცხადის განხილვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

დღის ამბები