01 ოქტომბერი 2024,   03:38
ვრცლად
უშიშროების საბჭოს სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე არ დაესწრება - ოპოზიცია უმრავლესობას აკრიტიკებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს უშიშროების საბჭოს სხდომაა დანიშნული. შეკრება 17:00 საათზე უნდა დაიწყოს და მსჯელობის საგანი იქნება ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს როლი და რეფორმები თავდაცვის სამინისტროში. ასევე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა ქვეყნის ეროვნული უშიშროების საკითხებთან დაკავშირებით. სხდომაზე მიწვეულია საბჭოს ყველა წევრი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით შეკრებას ყველა არ დაესწრება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ვერ მივა, მიზეზად ირაკლი კობახიძე პარლამენტის სესიას ასახელებს.

„გუშინ რომ უსაფრთხოების მექანიზმების დასუსტებაზე მიმართავ პარლამენტს, რომ არ ენდობი შენ შენს ძალოვან უწყებებს და შემდეგ უშიშროების საბჭოზე იმავე ძალოვან უწყებებს საფრთხეებზე ელაპარაკები, აქ რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ ლოგიკის კუთხით?“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ უშიშროების საბჭოს სხდომის მმართველი გუნდის მიერ უგულებელყოფა, მიუღებელია. თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ეს პრეზიდენტი მარგველაშვილის ბიძინა ივანიშვილისადმი „მორჩილების ხარისხით“ არის გამოწვეული.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა პარლამენტის პლენარული სხდომების მიმდინარეობას დაამთხვია.

კი ფიქრობენ, რომ პარლამენტის უმრავლესობის წევრები უპასუხისმგებლოდ იქცევიან. ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოზე დასწრება ძალიან მნიშნელოვანია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები