01 ოქტომბერი 2024,   03:33
ვრცლად
28 მარტს, ევროპის მოედანზე ჩატარდება გალა კონცერტი - დავით ნარმანია

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ოფიციალურად დაწყების აღსანიშნავად, 27-28 მარტს დაგეგმილ ღონისძიებაზე ისაუბრა. ქალაქ თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ღონისძიებები 28 მარტს ევროპის მოედანზე გალა კონცერტით დასრულდება.

„ახალი თბილისის ტერიტორიაზე, ანუ განახლებული აღმაშენებლის გამზირზე, მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩატარდება და ევროპა ქუჩაზე ელოდება ჩვენს თანამოქალაქეებს, როგორც დიდებს ისე პატარებს, ვთავაზობთ ბევრ სხვადასხვა სანახაობას, გასართობ ღონისძიებებს, ხოლო 28 მარტს, ევროპის მოედანზე ჩატარდება გალა კონცერტი,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები