01 ოქტომბერი 2024,   03:45
ვრცლად
სამთავრობო ქალაქი ორთაჭალაში - გიორგი გახარია დაგეგმილ პროექტზე საუბრობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია დღეს მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას განმარტავს. გიორგი გახარიას განცხადებით, ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა მხოლოდ ხარჯების ხარჯთეფექტურობის დათვლის შემდეგ დაიწყება.

„ეს არის გარკვეული ტერიტორია, სადაც იმ შემთხვევაში, თუ სივრცითი მოწყობის და ეკონომიკური დასაბუთების ნაწილში, რაც პირველ რიგში არის ხარჯთეფექტურობის და ხარჯების ოპტიმიზაციის კრიტერიუმი იქნება პირველი. ეს ყველაფერი დადასტურდება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საშუალებით და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ეს ყველაფერი აშენებული,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები