01 ოქტომბერი 2024,   03:46
ვრცლად
ლონდონში პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად 7 ადამიანი დააკავა

ლონდონში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება. ბოლო მონაცემით, თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა 40-ზე მეტი კი დაშავდა. თავდამსხმელის მთავარი იარაღი ავტომობილი იყო, რომლიც მან ქუჩაში გამვლელებს შეაჯახა. გამოძიება მის მოტივთან ერთად ცდილობს დაადგინოს ჰყავდა თუ არა თანამზრახველები.

ბრიტანეთის პოლიციამ პირველი სპეცოპერაცია ჩაატარა და ბირმინგემში ლონდონში მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში 7 ადამიანი დააკავა. გავრცელებული ცნობით თავდამსხმელმა მანქანა, რომელიც პარლამენტის შენობასთან ხალხს შეაჯახა სწორედ ბირმინგემში ჰქონდა დაქირავებული. პოლიცია ჯერჯერობით არ ასახელებს მის ვინაობას და მოტივს, თუმცა მომხდარს ტერაქტად აფასებს.

თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა. პარლამენტის შენობასთან თავდამსხმელმა მანქანით ხალხს გადაუარა. შემდეგ ის საკანონმდებლო ორგანოს დამცავ ღობეს შეაჯახა. რამდენიმე წუთში კი შენობაში შეჭრა სცადა. მან დანით ერთი პოლიციელი დაჭრა, რასაც სროლა მოყვა. თავდამსხმელი მეორე პოლიციელმა ადგილზე მოკლა. ინციდენტს შემთხვევით შეესწრო პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც მომხდარი ტელეფონით გადაიღო.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები