01 ოქტომბერი 2024,   03:36
ვრცლად
"ევროპულმა საქართველომ" მოსახლეობას და მეწარმეებს მხარდამჭერი პროგრამა გააცნო

ევროპული საქართველო მოსახლეობას და მეწარმეებს პარტიის ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამას აცნობს. სამეწარმეო პროგრამა დავით ბაქრაძემ ქუთაისში მცირე ბიზნესით დაკავებულ მეწარმეებს გააცნო. ევროპული საქართველოს პროგრამის მიხედვით, დღიურად 550 ლარამდე საშუალო ბრუნვის ბიზნესი არ უნდა დაიბეგროს და ასეთმა მეწარმემ დამატებული ღირებულების გადასახადი არ უნდა გადაიხადოს.

დავით ბაქრაძის განცხადებით ეკონომიკური კრიზისის და მძიმე სოციალური ფონის პირობებში ეს ინიციატივა მცირე მეწარმეებისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები