01 ოქტომბერი 2024,   03:37
ვრცლად
მაისში დასავლეთ საქართველოში თხილის ქიმიურად შეწამვლის უფასო პროექტი დაიწყება

მაისში დასავლეთ საქართველოში თხილის ქიმიურად შეწამვლის უფასო პროექტი დაიწყება. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო რაც თხილნარებში ახალი მავნებელი აზიური ფაროსანა გაჩნდა. მწერმა გასული წლის მოსავლის 50% გაანადგურა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო სპეციალურ ტექნიკას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს უფასოდ გადასცემს, სამუშაოებს კი ადგილობრივები შეასრულებენ.

პროექტი საქართველოს მთავრობისა და USAID-ის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 13 მილიონია გამოყოფილი.

დღის ამბები