01 ოქტომბერი 2024,   03:38
ვრცლად
პრეზიდენტმა დაადო ვეტო ბესელიას ხელით გამოტანილ "ქართული ოცნების" კანონს - თინათინ ბოკუჩავა ე.წ. მოსმენების კანონზე საუბრობს

ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის არსებულ უთანხმოებას პიროვნულ დაპირისპირებას უკავშირებს.

„ივანიშვილისთვის მიუღებელია ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აფიქსირებს მისგან რაიმე განსხვავებულ აზრს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა დაადო ვეტო ბესელიას ხელით გამოტანილ ქართული ოცნების კანონს, რომელიც პირადად ბიძინა ივანიშვილს სჭირდება იმისთვის, რომ ჰქონდეს კონტროლის მოსმენების და მათ შორის, უკანონო მოსმენების,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

მისი აზრით, ამ მიზეზით სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის უგულებელყოფა და უშიშროების საბჭოს სხდომის ბოიკოტირება, გაუმართლებელია.

ამავე თემაზე
დღის ამბები