01 ოქტომბერი 2024,   03:31
ვრცლად
ვართ ქვეყნისთვის ძალიან რეპუტაციის შემლახველ სიტუაციაში - გიგი წერეთელი პრეზიდენტისა და პარლამენტის დაპირისპირებაზე

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის დაპირისპირება უკვე წლების განმავლობაში გრძელდება, თუმცა დღეს მდგომარეობა უფრო დაიძაბა.

„ეს დღეს არ დაწყებულა, ეს დაიწყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, ასე ვთქვათ, აჩვენა ივანიშვილს,  რომ ის არ იქნება ყველაფრის შემსრულებელი ყველა, ასე ვთქვათ, მისი სურვილის და შესაძლებელია ჰქონდეს რაღაც თავისი აზრი და ჰქონდეს თავისი გადაწყვეტილება,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი.

მისი აზრით, ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების შემდეგ, სიტუაცია კიდევ უფრო გამძაფრდა.

„ახლა ვართ ქვეყნისთვის ძალიან რეპუტაციის შემლახველ და აბსოლუტურად არასაჭირო კამათში და დაპირისპირებაში, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები