01 ოქტომბერი 2024,   03:42
ვრცლად
"საზოგადოებრივ მაუწყებელში" შეჭრის გამო მოწმის სტატუტით "აუდიტორია 115"-ის წევრი დაიბარეს
საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრის გამო, დღეს თბილისის პოლიციის სამმართველოში მოწმის სტატუტით არის დაბარებული აუდიტორია 115-ის წევრი. გიორგი სოფრომაძე უწყებაში მისვლას ადვოკატთან ერთად აპირებს.
 
მისი შეფასებით, ეს აუდიტორია 115-ის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
 
საქმე ეხება 9 თებერვალს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც საზოგადოებრივ მაუწყებლთან მიმდინარე აქციის მონაწილეები, ტელევიზიის შენობის ფოიეში შეიჭრნენ.
 
გამოძიებას ხულიგნობის მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.
დღის ამბები