01 ოქტომბერი 2024,   03:38
ვრცლად
აქციების საკონტროლო პაკეტის კოლექტივისთვის გადაეცემა მეტ თავისუფლებას და ნდობის გაზრდას გამოიწვევს - არასამთავრობოები "რუსთავი 2" - ზე

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გუნდის მიერ, კომპანიის მფლობელისადმი საპასუხო შეთავაზებას, არასამთავრობო სექტორისა და მედია ექსპერტების მხრიდან შეფასებები მოჰყვა.

ფონდ ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისის ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში ამბობს, რომ საკონტროლო პაკეტის რუსთავი 2-ის თანამშრომლებისთვის გადაცემა, ტელევიზიას მეტ ნდობას და დამოუკიდებლობას მოუტანს.

“თუ კოლექტივს გადაეცემა აქციები თუ წილის საკონტროლო პაკეტი, ეს გამოიწვევს მის დამოუკიდებლობას, მეტ თავისუფლებას, მისი რეპუტაცია, მისი გავლენა უდაოდ იქნება მეტი და ნდობა გაიზრდება საზოგადოების მიმართ. იყო ძალიან ბევრი დისკუსიები, რომ არის რაღაც გავლენები, არის ხელი, რომელიც საიდანღაც მართავს და ა.შ. და ამ შემთხვევაში თუ ეს იქნება თქვენი საკუთრება, ეს კითხვები მოიხსნება. ძალიან კარგი იქნება ჩემი აზრით, თუ ეს იქნება სააქციო საზოგადოება და პაკეტი ექნება კოლექტივს,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

შეთავაზების მნიშვნელობასა და თემაზე დისკუსიის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს, არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორიც.

„თავად ის პროცესი, რომ მფლობელსა და კოლექტივს შორის ამ ტიპის დისკუსია მიმდინარეობს, უკვე ძალიან კარგია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო დისკუსია განხორციელდეს და ეს მხოლოდ შეთავაზებების ეტაპზე არ დამთავრდეს. მე ვფიქრობ, ის შეთავაზება, რომელიც კოლექტივმა გააკეთა არის საინტერესო. თავად პრეცედენტიც, რომ ასეთი რეიტინგული ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი თავად კოლექტივი იყოს. თან იმ პირობებში, როდესაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, რომელზეც არასამთავრობო სექტორს აქვს გაცხადებული, რომ მას აქვს პოლიტიკური კონტექსტი,“ -აცხადებს ზვიად დევდარიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები