01 ოქტომბერი 2024,   03:37
ვრცლად
"ენმ"-ის წევრები სამტრედიის რაიონში სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები სამტრედიის რაიონში, სოფელ იანეთში სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ. ოჯახის ერთ-ერთი წევრი უნარშეზღუდულია. კოხრეიძეების ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. თუმცა, ცოტა ხნის წინ მათ სოციალური დახმარება მაინც მოუხსნეს.

“ქალბატონ ქეთევან კოხრეიძეს მოუხსნეს კუთვნილი სოციალური დახმარება სრულიად უსაფუძვლოდ, ერთ-ერთი უმდაბლესი სარეიტინგო ქულა აქვს. მოვუწოდებ ბატონ სერგეენკოს და იმედი მაქვს, რომ მისი უწყება უახლოეს დღეებში დაინტერესდება და აღუდგენს ქალბატონ ქეთინოს მის კუთვნილ სოციალურ დახმარებას,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები