01 ოქტომბერი 2024,   03:39
ვრცლად
IDFI-ის და MDF-ის კონსტიტუციურ სარჩელებზე საკონსტიტუციო სასამართლო საქმის არსებით განხილვას იწყებს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა და მედიის განვითარების ფონდის კონსტიტუციურ სარჩელებზე საკონსტიტუციო სასამართლო საქმის არსებით განხილვას იწყებს. ამ წუთებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის წარმომადგენელს უსმენენ.

მხარეები დღესვე დასკვნით სიტყვით გამოვლენ, რის შემდეგაც სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად გავა.

დავის საგანია ადმინისტრაციული კოდექსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ რამდენიმე მუხლი.

მოსარჩელეთა მტკიცებით, ფართო საზოგადოებისთვის სასამართლოებში ღია სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ პერსონალური მონაცემების დაშტრიხვით ხდება ცნობილი, რაც კონსტიტუციით გარანტირებული ინფორმაციის თავისუფლებას ზღუდავს.  

დღის ამბები