01 ოქტომბერი 2024,   03:30
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა"-მ ქვემო ქართლში ქალების ცხოვრების მდგომარეობის შესახებ კვლევა ჩაატარა

არასამთავრობო ორგანიზაცია სიდამ ქვემო ქართლში ქალების ცხოვრების მდგომარეობის შესახებ კვლევა ჩაატარა. ორგანიზაციამ პროექტის ქალთა მდგომარეობა ქვემო ქართლში პრეზენტაცია გამართა, რომელიც ქვემო რეგიონში არსებული პრობლემების ანალიზს შეეხება.

შედეგების მიხედვით, რეგიონში მცხოვრებლების უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის, ნაადრევი ქორწინებისა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული პრობლემების საკანონმდებლო რეგულაციაზე.

ქვემო ქართლის რეგიონში 2016 წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით 348 მიმართვა დაფიქსირდა და სისხლის სამართლის არცერთ შემთხვევაზე საპატიმრო სასჯელი არ დასრულებულა.

დღის ამბები