01 ოქტომბერი 2024,   03:35
ვრცლად
ევროპული კვლევების ინსტიტუტის დაარსებიდან 10 წელი გავიდა

ევროპული კვლევების ინსტიტუტის დაარსებიდან 10 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ. საიუბილეო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენაც.

“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ევროპელებთან ერთად თბილისში გვეზეიმა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის განუყოფელი ნაწილი ევროპის და საქართველო დარწმუნებული ვარ, არის მომავალი წევრი, ამავე დროს ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობის. ჩვენ ერთად ვზეიმობთ დღევანდელ დღეს,“ - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.


    

დღის ამბები