01 ოქტომბერი 2024,   03:29
ვრცლად
ბავშვთა სამყარის მოვაჭრეები 3000-ლარიან კომპენსაციას არ თანხმდებიან

ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები 3000-ლარიან კომპენსაციაზე უარს ამბობენ და დღეს მორიგი აქციის გამართვას გეგმავენ.

მათი პოზიცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მათ მერიამ მოთხოვნილი 5000-ლარიანი კომპენსაციის ნაცვლად, 3000-ლარიანი ერთჯერადი დახმარება შესთავაზა.   

დაზარალებულები უარს ამბობენ ამ თანხის აღებაზე, რადგან, მათი თქმით, 3000 ლარი მათ რეალურად ვერაფერში დაეხმარება.  

დაზარალებულების მოთხოვნაა, რომ პირველ ეტაპზე, მინიმუმ, 5 000 ლარით მოხდეს მათი კომპენსირება.

ამ მოთხოვნით ისნი დღეს, 14:00 საათზე აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავენ, ხვალ,14:00 საათზე კი - პარლამენტთან.  

 

დღის ამბები