01 ოქტომბერი 2024,   03:45
ვრცლად
სვეტიცხოველში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით წირვა მიმდინარეობს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს. საღმრთო ლიტურგიას სრულიად კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ატარებს.

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს გააუქმა.

დამოუკიდებლობის დაბრუნება მხოლოდ 1917 წლის 25 მარტს მოხერხდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ძალისხმევით კი, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს სცნო.

დღის ამბები