01 ოქტომბერი 2024,   03:38
ვრცლად
არეულობა ბათუმში - ერთ-ერთმა დაკავებულმა შიმშილობა დაიწყო

ბათუმში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით დაკავებულებიდან ერთ-ერთმა შიმშილობა დაიწყო. ის დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა.

ციალა ქათამიძის თქმით, პირი, რომელმაც შიმშილობა დაიწყო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 5-დღიან პატიმრობაში იმყოფებოდა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნულს პირს პრეტენზია აქვს გამოძიებასთან, რადგან ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. 

დღის ამბები