01 ოქტომბერი 2024,   03:30
ვრცლად
მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილე

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა გაიმართა.

საღმრთო ლიტურგია კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარა.

საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს პატრიარქმა, სამღვდელო პირებმა, მორწმუნეებმა და ეკლესიის სტუმრებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს. ფოტო სწორედ იმ ადგილას გადაიღეს, სადაც ავტოკეფალიის აღსანიშნავად მსგავსი ფოტო არის გადაღებული.

ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, რომ ავტოკეფალიამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა საქართველოს ეკლესიის თავისუფლების მაღალი ხარისხი, რამაც ქართული კულტურის განვითარებას შეუწყო ხელი. 

დღის ამბები