01 ოქტომბერი 2024,   03:31
ვრცლად
ქუთაისის აეროპორტში ვიზალიბერალიზაციისთვის ემზადებიან

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებისთვის ემზადებიან. პირველი რეისი 28 მარტს საბერძნეთის მიმართულებით შესრულდება და საზღვარს ახალი რეჟიმით გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, წარმატებული სტუდენტები, დევნილი ბავშვები და ჟურნალისტები გადაკვეთენ.

აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ მგზავრებს სიურპრიზები ელით. რაც შეეხება მგზავრთა ნაკადის მოსალოდნელ ზრდას - იგეგმება ტერმინალის გაფართოება. გარდა საბერძნეთისა, 28 მარტს ასევე შესრულდება ფრენები ბუდაპეშტის, ლარნაკას და ვარშავას მიმართულებებით. ამ დროისთვის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

„უპრეცედენტო დღე იქნება საქართველოს ისტორიაში და მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს ეს ღირსშესანიშნავი დღე, იმიტომ რომ ჩვენ მართლაც დაუვიწყარი და მნიშვნელოვანი კარი გვეხსნება,“ - განაცხადა შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, ქეთევან ალექსიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები