01 ოქტომბერი 2024,   03:45
ვრცლად
სამართალდამცველებმა იმ ავარიის მონაწილე მძღოლი დააკავეს, რომლის შედეგადაც 9 წლის ბავშვი დაიღუპა

პოლიციამ 22 მარტს აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი, რომლის დროსაც 2008 წელს დაბადებული გოგონა დაიღუპა, ბრალდებულის მიერ სიჩქარის გადაჭარბება გახდა.

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 1994 წელს დაბადებული ბრალდებული, რომელიც BMW- მარკის მანქანას მართავდა, შეეჯახა თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ასევე BMW-ს მარკის ავტომობილს, რომლის მძღოლმაც შედეგად ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან მარჯვნივ, ტროტუარზე და 2 ქვეითს შეეჯახა. მცირეწლოვანი გოგონა ადგილზე დაიღუპა, დედა კი ამ დრომდე ჰოსპიტალიზირებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დამრღვევ მძღოლს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ელის.

დღის ამბები