01 ოქტომბერი 2024,   03:46
ვრცლად
ყირგიზეთში ოპოზიციის ლიდერის დაკავების საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია დაპირიპირებაში გადაიზარდა

ყირგიზეთში ოპოზიციის ლიდერის დაკავებას არეულობა მოჰყვა. ყოფილი დეპუტატის ასობით მომხრე უსაფრთხოების სამსახურის შტაბბინასთან შეიკრიბა და სადირ ჟაფაროვის გათავისუფლებას ითხოვდა. სადირ ჟაფაროვის წინააღმდეგ საქმე მკვლელობის მუქარისა და მძევლად აყვანის ბრალდებებით აღძრული.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაული ყოფილმა დეპუტატმა 2013 წელს ჩაიდინა, როდესაც აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთი ოლქის გუბერნატორი მძევლად აიყვანეს. გამოძიების ვერსიით, ამ პროცესებს სწორედ ჟარაფოვი ხელმძღვანელობდა. ყოფილი დეპუტატის მომხრეები მის დაკავებას პოლიტიკურ დევნას უკავშირებენ. მათი განცხადებით, ხელისუფლებას არ სურს, რომ სადიკ ჟაფაროვმა ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. ძალოვანებმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და 70-მდე ადამიანი დააკავეს.

დღის ამბები