01 ოქტომბერი 2024,   03:42
ვრცლად
აშშ-მ ბელარუსის ხელისუფლება აქციის მონაწილეების მასობრივი დაკავებების გამო გააკრიტიკა

ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების მასობრივი დაკავებების გამო ბელარუსის ხელისუფლებამ ვაშინგტონის კრიტიკა დაიმსახურა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დაკავება და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენება, დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და შეშფოთებას იწვევს. ვაშინგტონმა ოფიციალურ მინსკს დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

მედიის მონაცემებით, ე.წ. ნების დღეს სამართალდამცველებმა არასანქცირებული მიტინგების 200-მდე მონაწილე დააკავეს, მათ შორის 25 ჟურნალისტია. ბელარუსის სამართალდამცავ უწყებებში აცხადებენ, რომ დაკავებულების ნაწილი უკვე გათავისუფლებულია. პროტოკოლების შედგენის შემდეგ კი დანარჩენებსაც გაათავისუფლებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები