01 ოქტომბერი 2024,   03:37
ვრცლად
გიორგი ოქროპირიძის სახლთან კრიმინალისტები მუშაობდნენ

კრიმინალისტები მუშაობდნენ გუშინ ღამით აბაშიძის 17 ნომერში, სადაც ლაშა მახარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი ოქროპირიძის დედა ცხოვრობს. ცირა გოდერძიშვილის თქმით, უცნობმა პირებმა ფანჯრიდან ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის შეგდება და სახლის დაწვა სცადეს.

გაჩენილი ცეცხლის შედეგად, დაზიანდა მეზობლის ავტომობილი. ცირა გოდერძიშვილის განცხადებით, ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, ბოლო ინცინდენტის დროს მათი მანქანის დაწვა სცადეს.

ის ამ ფაქტს სტრასბურგში მისი შვილის საქმის განხილვას უკავშირებს და ამბობს, რომ მათი დაშინებით ხელისუფლებაა დაინტერესებული.

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი დაახლოებით ერთი წლის წინ გამოიტანეს და გიორგი ოქროპირიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დღის ამბები