01 ოქტომბერი 2024,   03:31
ვრცლად
"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები აქციას აშშ-ის საელჩოსთან გამართავენ

ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები დღეს, საპროტესტო აქციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან გამართავენ. დიპლომატიური წარმომადგენლობების ინფორმირებულობის მიზნით, უახლოეს დღეებში სხვა საელჩოებთანაც აპირებენ შეკრებას.

მათ არა ერთი საპროტესტო აქცია გამართეს უკვე, თუმცა უშედეგოდ.

პარალელურად კვლავ აგრძელებენ შიმშილობას ბავშვთა სამყაროსთან. მოვაჭრეები დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, საბანკო ვალდებულებების შეჩერებას, ასევე პრემიერთან შეხვედრას და ხელისუფლებისგან პირველადი კომპენსაციის სახით 5 ათას ლარს ითხოვენ.

საკრებულოს მიერ 3 ათას ლარიან შეთავაზებაზე კი უარი განაცხადეს. მერიაში კი განმარტავენ, რომ ეს საკითხი არ გადაიხედება. 

დღის ამბები