01 ოქტომბერი 2024,   03:37
ვრცლად
დეპუტატ რიმა ბერაძეს "ბავშთა სამყაროს" მოვაჭრეები შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებენ

ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეები საკრებულოს ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებენ. დაზარალებულები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან შეიკრიბნენ. ისინი ხელისუფლებასთან შუამდგომლობას დიპლომატიურ უწყებას სთხოვენ.

"გუშინ, დღეს საკრებულოდან ისმის უკვე მუქარები ამ ადამიანების მიმართ, რომ თუ თქვენ განაგრძობთ საპროტესტო აქციებს ჩვენ უკან გავითხოვთ თანხას. კიდევ ერთხელ იტყუება საკრებულო. ჯერ არანაირი თანხა გამოყოფილი არ არის.

რიმა ბერაძე, რომელიც უშუალოდ ჩვენთან ახორციელებდა მოლაპარაკებებს, დაურეკია და ამ ხალხს ემუქრება, რომ თუ თქვენ არ დათანხმდებით 3 ათას ლარს, ჩვენ ამ თანხას უკან გავითხოვთ და გადავცემთ სოციალურად დაუცველებს," - აცხადებს დაზარალებულების ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი.

მოვაჭრეების მოთხოვნები უცვლელია, ისინი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, საბანკო ვალდებულებების შეჩერებას, ასევე პრემიერთან შეხვედრას და ხელისუფლებისგან პირველადი კომპენსაციის სახით 5 ათას ლარს ითხოვენ.

საკრებულოს მიერ 3000 ლარიან შეთავაზებაზე კი უარი განაცხადეს. მოვაჭრეები უახლოეს დღეებში სხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან გამართავენ აქციას.

„დაზარალებულები, რომლებიც ხელისუფლებამ გაწირა შიმშილით სიკვდილისათვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელისუფლების ბრალია, რომ გადაწვეს ბავშვთა სამყარო, ითხოვენ ამერიკის ელჩთან შეხვედრას, რათა მოახსენონ თუ რა ვითარებაში დაიწვა მათი შენობა. სთხოვონ ამერიკის ელჩს დახმარებას, რომ უშუამდგომლოს ხელისუფლებასთან ზიანის ანაზღაურებაზე,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

დღის ამბები