01 ოქტომბერი 2024,   03:41
ვრცლად
"საიას" კვლევა ოჯახში ძალადობის შესახებ - ორგანიზაცია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა ოჯახში ძალადობის შესახებ - არასამთავრობო ორგანიზაციაში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ.

მათი განმარტებით, ძალადობის მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში დაუცველია მსგავსი შემთხვევისგან მომავალშიც, რადგან სასამართლოებში, აქცენტი არა მსხვერპლის უსაფრთხოებაზე, არამედ ბრალდებულის დადებით მხარეებზე კეთდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად, რისკების შეფასების სისტემის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებში ბრალდების და სასამართლო ორგანოები კვლავ მნიშვნელოვანი ხარვეზებით მოქმედებენ, მიუხედავად საქმეში არსებული საყურადღებო რისკებისა და საფრთხეებისა, მოსამართლეები ხშირ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებენ არა მსხვერპლის უსაფრთხოებაზე, არამედ მოძალადის დადებით თვისებებზე. გარდა ამისა, პროკურატურა მოქმედებს გარკვეული ხარვეზებით, ქალთა მიმართ ძალადობის საქმეზე კვალიფიკაციის განსაზღვრის ნაწილში,“- განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ანალიტიკოსმა, გოგა ხატიაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები