01 ოქტომბერი 2024,   03:30
ვრცლად
ზუგდიდში 144 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცათ

ზუგდიდში 144 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცათ. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ახალაშენებულ კორპუსში დევნილებს საცხოვრებელი საკუთრებაში გადასცა.

პარალელურად, დევნილთა სამმართველოსთან მივიდნენ ის ადამიანები, ვინც ვერ მიიღო ბინა. მათი თქმით, საცხოვრებელი ფართები უსამართლოდ გადანაწილდა.  

„ყველას ექნება შანსი, უმოკლეს ვადაში, ვინც უბინაო არის და უმძიმეს მდგომარეობასა და გაჭირვებაში, ეტაპობრივად დაკმაყოფილდნენ. დღეს ჩვენ გადავეცით 144 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები. შერჩევის პროცესი ოჯახების იყო გამჭვირვალე,“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ. 

დღის ამბები